სტუდენტური SKIPASS

Avatar

ბევრი სტუდენტი გვწერს, როგორ და რანაირად შეიძლება რომ ისარგებლონ იმ ბენეფიტით რასაც “სტუდენტური SkiPass” ქვია. ჩვენ შევეცადეთ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას.

კითხვა: რა ღირს სეზონური სტუდენტური სკიპასი რომელიც ყველა კურორტს მოიცავს?
პასუხი: მსგავსი სკიპასის საფასურია 300₾

კითხვა: რა ფასებია ცალკეულ კურორტებზე?
პასუხი: გუდაური – 270₾, ბაკურიანი – 180₾, მესტია (ჰაწვალი და თეთნულდი) – 180₾ , გოდერძი – 180₾

კითხვა: რა საბუთებია საჭირო სტუდენტური სკიპასის ასაღებად?
პასუხი: საჭიროა თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ყურადღება: სტუდენტები გადამოწმებულ იქნებიან სსიპ ” განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” მონაცემთა ბაზაში (EMIS)

კითხვა: უცხოეთში მცხოვრებ სტუდენტებმა რა საბუთები უნდა წარმოადგინონ?
პასუხი: უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა პირადობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან.

კითხვა: სად შეიძლება სკიპასის აღება?
პასუხი: სკიპასის აღება შეიძლება ნებისმიერ სამთო სათხილამურო კურორტის სალაროებში.

კითხვა: შესაძლებელია სკიპასის აღება ონლაინ?
პასუხი: ონლაინ გაყიდვები ამ მომენტისთვის არარასებობს.

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt