ალპებში სტიქიის შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

Avatar

უხთოვლიანობის გამო ალპებში 7 ადამიანი გარდაიცვალა. მე-4 კატეგორიის ზვავსაშიშროება ავსტირაში გამოცხადდა. მოთხილამურეები გაფრთხილებულნი არიან, კურორტის სასრიალო გზების გარეთ არ გავიდნენ.

28 წლის კაცი და 23 წლის ქალი რომელიც თოვლის ფეხსაცმელებით სასეირნოდ იყვნენ გასულები, ზალცბურგთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. 40 მაშველი, ძაღლი მაშველების დახმარებით ამასობაში ორ წყვილს ეძებს, რომლებიც ჰონენბერგთან დაიკარგნენ. პოლიცია იტყობინება რომ ბავარიაში, ვაკენსბერგში 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი კი ხეებიდან ჩამოცვენილმა დიდმა თოვლმა განაპირობა. შვეიცარიელი მაშველები იტყობინებიან რომ ერთი ქალი ჩაიფლო ზვავის ქვეშ, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, მისი მძიმე ტრავმების და გამო. ავსტირაში ასევე 3 მოთხილამურე გარდაიცვალა ზვავისაგან, ხოლო ერთი ქალი ბავარიაში სტიქიისგან გამოწვეული მიზეზების და გამო. ადგილობრივებს აფრთხილებენ რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაადგილდნენ და ავიდნენ მთაზე სასრიალოდ.

ალპებში პროგნოზით უფრო მეტ თოვას ელოდებიან ამიტომ, ტექნიკის და მაშველების მობილიზაცია მიმდინარეობს. ვერტმფრენები და მთის გიდები მობილიზებულები არიან სამაშველო ოპერაციებისათვის.
ბავარიაში დაიკეტა რამოდენიმე სამანქანო გზა და ასევე რკინიგზა. ორშაბათიდან დახურულია სკოლებიც.

არც ნორვეგიაშია კარგი ამბები. ორშაბათს 300 მეტრის სიგანის ზვავში ოთხი მოთხილამურე გარდაიცვალა. ცუდი ხილვადობის და უხვი თოვლის გამო, გართულებულია სამძებრო შამუშაოები ბოლო დღეებში. ჰოლანდიის ეროვნულმა ავიახაზებმა KLM-მა 159 ფრენა გააუქმა ამსტერდამის აეროპორტში მოსალოდნელი შტორის და გამო.

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt