გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 10 დეკემბერს გაიხსნება

Avatar

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 10 დეკემბერს გაიხსნება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში “ბიზნესკონტრაქტს” განუმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამუო სეზონი სავარაუდოდ 17 დეკემბერს გაიხსნება. ასევე მიმდინარე წელს სამთო კურორტებს ორი ახალი ადგილი – თეთნულდი და მიტარბი დაემატება. თეთნულდზე სათხილამურო სეზონის გახსნა 24 დეკემბერსაა დაგეგმილი, მიტარბზეკი 25 დეკემბერს.

შეგახსენებთ, რომ კურორტ მიტარბიზე 3 საბაგიროს მშენებლობაა დასრულებული. პროექტი განხორციელდა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის თანამშრომლობის მოდელის პრინციპით. თანამშრომლობის ფარგლებში კოხტა-მიტარბის საკურორტო ზონის გასავითარებლად სახელმწიფომ გამოყო 48 მილიონი, ხოლო კერძო ინვესტორმა 70 მილიონი.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt