In გუდაური, საინტერესო, სპორტი

გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა. ის უპასუხებს მსოფლიოში არსებულ ტრენდს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია „ეკოზაინთან“ ერთად განახორციელა, კურორტ გუდაურის გეგმაზომიერად განვითარების საშუალებას იძლევა.

„მოგეხსენებათ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას და განსაკუთრებით ჩვენს ზამთრის კურორტებს. საჭიროა იქ იყოს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზოლები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ა.შ. კურორტის განვითარების სტიქიურად მიშვება მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით არასწორ შედეგს მოგვცემს. მე ვფიქრობ, რომ ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია „ეკოზაინთან“ ერთად განახორციელა, საშუალებას გვაძლევს, რომ გეგმაზომიერად განვავითაროთ გუდაურის უმნიშვნელოვანესი კურორტი. სამ ტერიტორიად იყოფა კურორტი. პირველი – ცენტრალური გუდაური, მეორე- ახალი გუდაური, რომელიც კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი იქნება. საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. მესამე – ეს არის კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გუდაურის სათხილამურო არეალთან წვდომას გააუმჯობესებს. ჩრდილოეთის მხრიდან შემოვალ ტურისტებს კლიმატური პირობების მიუხედავად, საშუალება ექნებათ გონდოლის საშუალებით ძალიან მარტივად მოხვდნენ სასრიალო სივრცეში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ საბაგირო გონდოლს დიდი ამწეობა ექნება და მისი მშენებლობა წელს დაიწყება. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ჩრდილოეთის ფერდობზე ტრასების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პრემიერის თქმით, ჩრდილოეთის ფერდობს მზის მიდგომის კუთხით თოვლის შენარჩუნების გაცილებით ხანგრძლივი პოტენციალი აქვს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მისთვის ზამთრის კურორტების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.

„გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა. ის უპასუხებს მსოფლიოში არსებულ ტრენდს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: IPN.GE

SHARE NOW
Recommended Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt