გუდაურის ახალი სიცოცხლე

Avatar

გუდაურში მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გუდაური წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს მისი დაარსების დღიდან.
1988 წელს აშენებული საბაგიროები სრულიად თანამედროვე საბაგიროებით ჩანაცვლდება, დამატებით კი 3 ახალი გონდოლის ტიპის საბაგირო დაემატება კობის მიმართულებით. გუდაურში ხელოვნური ტბა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ გუდაურის გამტარუნარიანობა 3-ჯერ გაიზარდება. ასევე გაიზრდება სასრიალო გზების რაოდენობაც.


საბაგიროები: გუდაურში სრულიად გამოიცვალა პირველი (1), სოლიკოს (2) და კუდების საბაგიროები. ისინი ჩანაცვლდა Doppelmayer-ის ახალი საბაგირო გზებით.


პირველ საბაგიროზე დამონტაჟდა 6 კაციანი მოსახსნელი საბაგირო.
მეორე საბაგიროზე დამონტაჟდა 6 კაციანი მოსახსნელი საბაგირო ქარის დამცავით.  (ე.წ. bubble)
კუდებზე ისევე როგორც პირველსა და მეორე საბაგიროზე დამონტაჟდა 6 კაციანი საბაგირო ქარის დამცავით (ე.წ. bubble)


Photo: Gudauri.Travel


გუდაური-კობის მიმართულება რომელიც გუდაურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაში ხშირად მოიხსენიებოდა, საბოლოოდ ჰპოვა თავისი ადგილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხედვებში და წელს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად და სამშენებლო კომპანია “პერი”-სთან ერთად ამ კურორტისთვის უმიშნელოვანესი ახალი საბაგიროების ქსელის მონტაჟი დასასრულისკენ მიიყვანა. ძირითადი სამუშაოების შესრულება გათვალისწინებულია დეკემბრის შუა რიცხვებში. კურორტიც პირველ დამსვენებლებსსწორედ მაგ დროისთვის მიიღებს.


გუდაური კობს 3 საბაგიროთი დაუკავშირდება, რომლის საერთო სიგრძე 7.1კმ-ია. ეს საბაგირო ითვლება რეგიონში როგორც ყველაზე გრძელი საბაგირო. 6 სადგურით და 111 გონდოლით, რომლის გამტარიანობა საათში 2800 მგზავრია ფრანგული პომას და საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით აშენდა. 
10 კაციანი გონდოლები SigmaCabins -ის დიზაინით არის დამზადებული (ეს საბაგირო გუდაურში არსებული “Good Aura”-ს საბაგიროს ანალოგია.)


უფრო დეტალურად საბაგიროების შესახებ:
საბაგირო # 9 – საბაგიროს მდებარეობა 2700მ – 2950მ; სიგრძე 1992 მ; 32 გონდოლა
საბაგირო #10 – საბაგიროს მდებარეობა 2950მ – 2600მ; სიგრძე 2271 მ; 35 გონდოლა
საბაგირო #11 – საბაგიროს მდებარეობა 2600-1900; სიგრძე 2837; 44 გონდოლა


საბაგიროების გარდა კურორტზე ასევე ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


სწორედ ამ ტბის დახმარებით, მომავალ წელს კურორტს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგების სისტემა. ასევე არსებული ტბა მოემსახურება ხელოვნური გათოვლიანების სისტემას.

ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა, იტალიურ TechnoAlpine-ს ერგო. ბოლო მოდელის გათოვლიანების სისტემა კურორტს უკვე მომავალი წლიდან ექნება. ხელოვნური თოვლის ორი ტიპის “თოფი” დამონტაჟდება. 78 ცალი ჩვეულებრივი “თოფი” და 3 ცალი გამფრქვევით.


კურორტზე ზვავების მართვის სისტემაც ინერგება, რისი მეშვეობითაც კურორტი შეძლებს შეამციროს ზვავებში მოყოლის რისკი. ზვავის საშიშროების შემთხვევაში, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობები პნევმატური გამშვებით დაიშლებიან. 1848 წელს დაფუძნებული ფრანგული კომპანია Lacroix-ის ზვავსაწინააღმდეგო სისტემები დამონტაჟდება. მსოფლიოს 110 სხვადასხვა ზამთრის კურორტს ემსახურება მსგავსი სისტემა.



ბოლოს კი SkiGeorgia-ს სახელით, ვუხდით მადლობას ყველა იმ მუშაკს და პერსონალს ვინც ამ მშენელობაზე ყოველდღიურად მუშაობს. 

ფოტოები: დავით ჩხარტიშვილი, Gudauri.Travel, მუნიციპალური განვითარების ფონდი და სამშენებლო კომპანია “ფერი

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt