In საინტერესო

თბილისის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ვერაზე, სადაც რუმსის სასტუმროა, მალევე მოყვა ტენდენცია სხვა საინტერესო და გემოვნებიანი დიზაინების მქონე მაღაზიების გახსნას. რუმსის მახლობლად, საიტერესო ქართველი დიზაინერების მაღაზიებს, თანამედროვე ქართულ და ევროპულ რესტორნებს და კრეატიული სამუშაო სივრცეებს შეხვდებით. უბნის ასეთი მიმართულებით განვითარება ქალაქის შუაგულში ძალიან სასიხარულოა.

სულ ახლახანს ბარნოვის 41 ნომერში, ახალი სათხილამურო მაღაზია TwinTip–ი გაიხსნა, ეს ყველაზე ლამაზი და მაგარი სათხილამურო მაღაზიაა რაც კი თბილისში შემხვედრია. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ სათხილამურო სათვალეები, მაისურები, წინდები, გაუკვალავის თხილამურები, ბათინკები და მრავალი სხვა. მოკლედ ყველაფერს იმისათვის რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ სრიალის დროს.

6n3a5077

მაღაზია დიდი არ არის, მაგრამ მისი ინტერიერის დიზაინი ნამდვილად თბილი და მიმზიდველია. აქ შეხვდებით ისეთ ბრენდებს როგორიცაა Majesty,  Armada და Roxa

6n3a5082 6n3a5103

ტანსაცმლეთან ერთად თქვენ ნახავთ გაუკვალავის თხილამურს და ბათინკებს.

6n3a5096

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ Outdoor Tech სხვადასხვა პროდუქცია

6n3a5083

გასვლისას არ დაგავიწყდეთ ლამაზი პოსტერის ყიდვა თქენი სახლის ინტერიერის დიზაინისთვის.

6n3a5108

მაღაზია მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს, ვიქენდზე სპეციალური განრიგით. ორშაბათი – პარასკევი  10h00 – 21h00; შაბათი – კვირა  11h45 – 21h00

მისამართი: 41, ვასილ ბარნოვის ქუჩა,თბილისი 

ან დაურეკეთ: 598 18 80 00

SHARE NOW
Recommended Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt