თბილისის ყველაზე იაფი სათხილამურო მაღაზია

Avatar

კვირა დღეა, კარგი დროა გარეთ გასასვლელად და ქალაქში ახალი ადგილების მოსაძებნად. მეგობრებმა წინა სეზონზე მითხრეს რომ წერეთელზე, დინამოსთან რაღაც მაღაზია იყო გახსნილი სადაც მხოლოდ სათხილამურო ტანსაცმელი იყიდება. გადავწყვიტე მენახა და  მაღაზიაში მივედით თუ არა, შევიტყვე რომ თურმე ამ მაღაზიას იქვე ფილიალი გაუხსნია.  თამამად შემიძლია ვთქა რომ, ამ მაღაზიაში ყველაზე იაფი სათხილამურო ტანსაცმელი იყიდება. ვისაც არ აქვს პრეტენზია ზედმეტად მაღალ ხარისხზე ეს მაღაზია სწორედ მათთვის არის. აქ თქვენ შეხვდებით ისეთ ბრენდებს როგორიცაა North Face, Volkl, Under Armor და Bogner–იც კი. ზოგ ტანსაცმელს ეტიკეტებზე ჩინური წარწერებიც აქვს, მაგრამ რა აღარ იწარმოება დღეს დღეობით ჩინეთში?  ერთი შეფასებით მაღაზია ნამდვილად დიდ კონკუნრეციას უწევს ქალაქში არსებულ სხვა უფრო მაღალ ხარისხზე ორიენტირებულ მაღაზიებს. რა საკვირველია აქ მხოლოდ ტანსაცმელზე ვსაუბრობ და არა ჩაფხუტებზე ან სხვა სათხილამურო აქსესუარებზე. თხილამური და ბათინკი ამ მაღაზიაში არ იყიდება.

მაღაზიას “თოვლიანი მთები”, ეს მაღაზია, რობომ როგორც თვითონ გამეცნო 12 კვ/მ–დან დაიწყო და დღეს 100 კვ/მ–იანი დიდი შოურიმი აქვს. ფასები 10 ლარიდან – 300 ლარამდე მერყეობს.

მაღაზიის მისამართი: სლავა მეტრეველის #6ა

ძველი მაღაზიის მისამართი (რომელიც ჯერ–ჯერობით ფუნქციონირებს): წერეთლის გამზირი #11

მაღაზიის საკონტაქტო ტელეფონია: +995 597 74 77 55

მოგახსენებთ რომ ეს არ არის კომერციული პოსტი

მაღაზიის შესასვლელი
img_1667
ფერადი ქურთუკები
img_1668
img_1669
GORE-TEX ეტიკეტი
img_1677
🙂
img_1674
img_1671

img_1673
img_1679
img_1680
ძველი მაღაზია: წერეთლის გამზირი #11
img_1681
img_1675
img_1676

სხვა საინტერესო სიახლეები და მაღაზიების გასაგებად ჩაწერეთ თქვენი ელ-ფოსტა და გააგზავნეთ

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt