თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა. სვანეთში კერძოდ, თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე მოწყდა ზვავი. რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და სრიალებდნენ გაუკვალავ თოვლში, მოულოდნელად მოყვნენ სტიქიის ზონაში. თეთნუდლის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე, რამდენიმე წუთში შეძლეს ზვავში ჩამარხული რუსი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

For English scroll downგუშინ სვანეთში, თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე მოწყვეტილი ზვავი.დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე 👉🏽 http://bit.ly/2Rk7L7u The avalanche happened in Svaneti, on the north-western slopes of the Mt. Tetnuldi. A group of Russian tourists, who had moved off the ski track to ski off-piste, suddenly ended up in the disaster zone.Read More Here 👉🏽 http://bit.ly/TetnuldiAvalancheJan2019 📹 Levan Qurdiani

Geplaatst door SkiGeorgia op Donderdag 10 januari 2019


ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. მთის კურორტების განვითარების კომპანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოგმართავთ თხოვნით, დაემორჩილოთ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.

ტექსტი: Сommersant.ge
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt