კობი – გუდაურის საბაგირო გაიხსნა

19 იანვარს, კობი- გუდაურის დამაკავშირებელი 7.1 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა. აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით, კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება

საბაგირო საათში 2800 მგზავრს მოემსახურება, რომელსაც ასევე 
ექნება სატრანსპორტო დატვირთვა. სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს. საბაგირო ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტზე ჯამში 80მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. საბაგირო რეგიონის ერთერთ სტრატეგიულ პროექტად ითვლება და მისი მომავალი განვითარების და ერთიანი კლასტერის ჩამოყალიბების პერპექტივებს ქმნის.

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt