კობი-გუდაურის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის

Avatar

შ.პ.ს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია”-ა ტენდერს აცხადებს. ტენდერის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების (GK1, GK2, GK3, GK4) ინფრასტრუქტურის მშენებლობის ორწლიანი სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს 2018 წელს, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა. ხოლო პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს ბალახის საფარის აღდგენის სამუშაოებს უნდა დაიწყოს არაუადრეს 2019 წლის 1 მაისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 1 188 575 ლარს, ხოლო 2019 წელს დაგეგმილი მეორე ეტაპით გათვალისწინებული ბალახის საფარის აღდგენის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 316 232 ლარს.

პროექტის დეტალური ფოტო

ფოტო: მთის კურორტების განვითარების კომპანია

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt