მამუკა ბახტაძე – გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი

Avatar

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში ზამთრის სეზონი გახსნა. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება.

„ყველას გილოცავთ გუდაურში ახალი სეზონის გახსნას. გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

„უკვე თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტიც. იცით, რომ გუდაურში უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მუშაობდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: InterPressNews

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt