ასეთი მთების პატრონ ქვეყანას, ბევრად მეტი უნდა შეეძლოს

Avatar

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად დავასრულეთ ორი მთებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მოიცავდა პროფესიონალი მოთხილამურეების, ფოტოგრაფების და კონტენტის შემქმნელების (ჟურნალისტები/პროდიუსერები) ვიზიტს საქართველოში და ჩვენი უნიკალური მთების მათთან ერთად დათვალიერებას.

ყველაფერი წინა წელს დაიწყო, მაშინ როდესაც ჩემი პირადი კონტაქტებით შევძელი და skipass.com (ფრანგული ყველაზე რეიტინგული და ავტორიტეტული ონლაინ ჟურნალი ) ჩამოვიყვანეთ. ჯამში 4–მა სტატიამ ფრანგულ ენაზე, უმალვე გამოიღო შედეგი. ფრანკოფონებმა მოთხოვნა ინფორმაციაზე საგრძნობლად გაზარდეს. როგორც ონლაინ გამოცემა, ტურისტულ სერვისებს არ ვაწვდი, თუმცა მოწერილ წერილზე (რაც უამრავია) პასუხის მიწერა არასდროს მეზარება, იმიტომ რომ საქართველოს მთებში მეტი დასავლეთიდან სტუმრის ჩამოყვანა იყო ჩემი ძირითადი მოტივი და პრიორიტეტი SkiGeorgia–ს შექმნისა.

Ce voyage m’aura ouvert les yeux sur le potentiel de cette région. On a skié proche de Mestia, dans la région de Svanetti au Nord Ouest du pays. On a découvert des montagnes abruptes et d’autres plus accueillantes. Un sommet « monument » et inspirant tel que le Ushba. J’ai aimé les gens qui nous ont accueillis. Les Guides avec qui nous avons partagé nos sorties. Toute l’équipe de la Dynastar Family, qui, avec simplicité raconte sa propre histoire. J’ai compris à quel point le voyage est important pour continuer à grandir et ouvrir mon regard de skieur. Par manque de temps nous avons gravité dans des couloirs accessibles et proches de la station, mais il est certain qu’il va falloir revenir, car, toutes les photos que j’ai pris dans mon téléphone sont d’un potentiel bouillonnant! Géorgie see you soon! ? @ludochauchaix ? @domdaher ⛷ @sophielechasseur / @forrestcoots / @mpprefontaine #skigeorgia #georgiatravel @dynastarskis

A post shared by Vivian Bruchez (@vivianbruchez) on

“ამ მოგზაურობამ, თვალები გამიხსნა იმ პოტენციალის შესახებ რომელიც ამ რეგიონს აქვს. სვანეთის მთები ჩვენ კარგად შეგვხვდნენ, უშბა კი ინსპირაციის წყაროდ იქცა. ადგილობრივი გიდები არიან პროფესიონალები, რომლებმაც ჩვენთან ერთად ყველა სასრიალო ხაზი გაიზიარეს” Vivian Bruchez / Mountain Guide from Chamonix

თებერვალი და მარტი ძირითადად მესტიაში გავატარე. გადაღებებით და ქართული მასპინძლობის გაზიარებით, პრაქტიკულად 2 თვის გატარება საინტერესო იყო.
მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად სვანეთში მოგზაურობის შემდეგ, მივხვდი რომ ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე კურორტი, რომელსაც ყურადღებას პრაქტიკულად არავინ არ აქცევს.

გზა ზუგდიდიდან მესტიამდე სათავგადასავლოა, ზოგი მონაკვეთი ისეთი საშიშია რომ სტუმრები თავიანთ ემოციებს და შიშს ვერ მალავდნენ. გაზაფხულს, მეწყერული ზონები გააქტიურებულია, ზოგ ადგილას გზა თავიდან ბოლომდე წაღებულია, მაგრამ საგზაო სამუშაოები გამუდმებით მიმდინარეობს, ტემპები ნელია, ტექნიკა ძველია. ბუნევრივი პირობებიც რთული. ასე მაგალითად ერთი მეწყერისგან გზის გაწმენდას დაახლოებით 20 საათი დასჭირდა, ჩემს მეგობრებს სოფელ ხაისში მოუწიათ ღამის გადათენება და შემდგომ მთელი დღე იმის გარკვევა, დაახლოებით როდის გაიხსნებოდა ეს გზა, თუ საერთოდ გაიხსნებოდა (წარმოდგენა არ მინდა სოლო ტურისტებისთვის როგორი გაურკვევლობა იქნებოდა) ეს ნორმალური პირობებია იმ ადგილისთვის რასაც დიდი მთები ჰქვია. თუ დაპირებული გზა ქუთაისიდან გაკეთდა, რაც ადგილობრივების “ოცნება” არის ამ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს ისევე როგორც სამოგზაურო დროს.

დაბა მესტია უნიკალურია და ულამაზესი ადგილია, თუ არცერთხელ არ ხართ ნამყოფი გირჩევდით რომ თქვენი პირველივე ვოიაჟი მესტიაში დაგეგმოთ (ალტერნატიული გზა – ფრენა ნატახტარიდან).

მესტია ისეთი მოუვლელია რომ, ვერ მიხვდები საერთოდ ჰყავს თუ არა ადამიანი რომელსაც მმართველი ან პასუხისმგებელი პირი ჰქვია. თოვლს მიაქვს მთელი მესტია, მათ შორის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია (ანუ ადგილი სადაც პასუხისმგებელი პირი უნდა იჯდეს) საუბარი ზედმეტია პარკებზე და გზებზე.

ფეხით სიარული მესტიაში პრაქტიკულად შეუძლებელია ან შესაძლებელია ექსტრემალურ პირობებში მანქანებთან ერთად, ტროტუარის გაწმენდითი სამუშაოები თოვლისგან 2 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე ისიც წამოსვლის წინა დღეს, მაშინ როდესაც სტუმრებს ელოდებოდნენ თბილისიდან.

საუბარი ზედმეტია ტურისტული ატრაქციებისაკენ მიმავალ გზებზე – მუზეუმების და საბაგირო გზებისაკენ. ერთერთ დილას ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე პირველები ავღმოჩნდით და დილის 9 საათისკენ, არცერთ ტექნიკას არ ჰქონდა გავლილი იმისათვის რომ გზა გაეწმინდათ. (საბაგირო წესით დილის 10 საატზე უნდა იხსნებოდეს).

საბაგიროები იმის მაგივრად რომ დილის 10 ზე გაიხსნას, გამოდიოდა ისე რომ, კარგ შემთხვევაში 11 ზე იხსნებოდა და თან ისე რომ მაინც დღის 4 საათზე იკეტებოდა, ანუ ყოველ დღე, მინიმუმ 1 საათი სასრიალო დრო დაკარგულია. მიზეზი ერთია, საბაგიროსკენ მიმავალი გზა და სოფლების შიდა გზები არ არის მოწესრიგებული, სწორედ ამიტომ თანამშრომლები ვერ ასწრებენ სამუშაო ადგილზე დროულად ასვლას. ცალკე თემა არის ის თუ რომელზე იწყება სამუშაო დღეს კურორტზე, მაგრამ ეს უკვე აღარავის აღარ ანაღვლებს, მთავარია რომ საბაგირო რაც შეიძლება მალე ჩაირთოს.

საბაგიროები სვანეთში პრაქტიკულად ახალია, დოპელმაერის ახალი საბაგირო რომელიც მესტიიდან ჰაწვალზე ადის არის, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო და მომგებიანი.

სხვა პრობლემა არის საბაგიროები თეთნულდის კურორტზე. მაგალითად ერთერთი ძირთადი საბაგირო (თუ არ ვცდები ტ-4 სახელწოდებით ცნობილი, საბაგირო რომელიც, კურორტის ხერხემლად ითვლება) რომელიც კურორტის ერთერთ ყველაზე საინტერესო მარშუტზე აყავხარ გათიშული იყო 23 დღეზე მეტით. სულ ახლახანს რუსთავი 2-ზეც გადიოდა სიუჟეტი რომელიც ამ პრობლემას ეხებოდა, რომელმაც ჩემ სტატიას დროში გაასწრო. ვიცი ამ ქვეყანაში რუსთავი 2-ი ბევრს არ უყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ჩემი და ამ არხის პრობლემის გაშუქება გადაიკვეთა.
დაზიანებული გზები, გათიშული საბაგირო გზა და ავარიული შენობები – მესტიაში ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ – რუსთავი 2

მოკლედ კიდევ ბევრი პატარა პატარა, პრობლემები არის მესტიაში, რომელის ამ სტატიში დაწერა აღარ ვისურვე, ზემოთ ჩამთვლილიც საკმარისი უნდა იყოს ჩინოვნიკებისათვის იმ ზომების მისაღებად რასაც ტურისტული სერვისების და ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება ქვია.

მესტიაში და ზოგადად სვანეთში მოგზაურობა წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება, ეს ამ მხარის უნიკალურობიდან გამომდინარე გარდაუვალია. მე არასდროს არ მომბეზრდება მესტიაში მოგზაურობა და სრიალი. სვანეთის კულინარია და კულტურა იმდენად მდიდარია, რომ ბოლომდე შესწავლა დღემდე ვერ შევძელი და იმედი მაქვს შემდეგ წელს ისევ მოვხვდები ამ უნიკალურ ადგილას. სრიალის შემდეგ, მესტიაში გასეირნება და ადგილობრივ ბარებში შესვლა ერთი დიდი სიამოვნებაა, არის ბარების სადაც ცეკვის და გამხიარულების საშუალებაც არის 🙂 მაგალითად კაფე “ბუბა”

სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდა SkiGeorgia-ს მკითხველისთვის, სტატია შეგნებულად მხოლოდ ქართულ ენაზეა, იმისათვის რომ ქართველებმა გაიგონ იმ პრობლემების შესახებ რაც კურორტზე არის და ბრალი არ “დამდონ” ცუდი იმიჯის შექმნაზე. ეს არის შიდა და მწვავე პრობლემები რომლებიც ადგილობრივებს დიდ პრობლემას უქმნის ტურისტებისთვის გამართული სერვისების მიწოდების.

Cover Photo: Christoffer Sjostrom

მადლობა: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მთის კურორტების კომპანიას ჩვენი ვოიაჟების ხელშეწყობისთვის.

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt