უნიკალური სასტუმროები მთაში

საქართველოში ტურიზმის ზრდამ განაპირობა მაღალი კლასის სასტუმროების გახსნა. აღსანიშნავია რომ სწორედ მთის სასტუმროები იყო ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე საქართველოს დამოუკიდელობის ისტორიაში. მარკო პოლო გუდაური რომელიც 30 წლის წინ ავსტრიელებმა დააფუძნეს, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სასტუმროდ ითვლებოდა, რომელიც ჰელისკის სთავაზობდა თავის სტუმრებს. სასტუმრო დღემდე წარმატებულად აგრძელებს მუშაობს გუდაურში. შემდგომ იყო რუმს ყაზბეგი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში. დიზაინ სასტუმროებზე მოთხოვნის ზრდამ, განაპირობა საქართველოს სხვა სამთო კურორტებზე პერსონალიზირებული და თანამედროვე ტიპის სასტუმროების გახსნამ.

ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის, საქართველოს უნიკალურ და მაღალი კლასის სასტუმროები

Rooms Hotel

ყაზბეგი, საქართველო

რუმს ყაზბეგმა დააბრუნა საქართველოს ტურისტულ რუქაზე. ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილმა სასტუმრომ, საქართველო სულ ახალი იმიჯით წარადგინა საერთაშორისო სცენაზე. სასტუმრომ მალევე გახდა ადგილობრივების და უცხოელების საყვარელად ადგილად. კობი – გუდაურის საბაგიროს გზის გახსნის შემდეგ, რუმსი უფრო დაუახლოვდა გუდაურის სასრიალო არეალს.


მარკო პოლო გუდაური

გუდაური, საქართველო

მარკო პოლო გუდაური ყველაზე დიდი და პოპულარული სასტუმროა გუდაურში. მარკო პოლო იყო პირველი ყველაზე დიდი სასტუმრო გუდაურში რომელიც, 1988 წელს ავსტრიელებმა ააშენეს. სასტუმროს გააჩნია მდიდარი ისტორია და მასპნიძლობის კულტურა. სასტუმროდან თქვენ პირდაპირ სასრიალო საბაგიროსთან მოხვდებით.


QUADRUM SKI AND YOGA RESORT

გუდაური, საქართველო

Quadrum-ი ხის კონტეინერებისგან დამზადებულ საინტერესო კონსტრუქციას წარმოადგენს. მარტივი და კარგი დიზაინით გამორჩეული სასტუმრო, გუდაურის დამსვენებლების სრიალთან ერთად იოგასაც სთავაზობს. სასტუმროდან ლამაზი მთის ხედები იშლება.


გრანდ ჰოტელ უშბა

მაზერი, საქართველო

გრანდ ჰოტელ უშბა მდებარეობს უშბის ძირას, მაზერისა და ტვებიშის გვერდზე. მესტიიდან 23 კმ მანძილზე. სასტუმროს გააჩნია რესტორანი და და პოტარა ბიბლიოთეკა, ასევე აივანი ლამაზი ხედებით. ბევრი აქტივობა არის შესაძლებელი სასტუმროს მიდამოებში. სრიალი, ცხენით ჯირითი და ლაშქრობა. სასტუმრო გრანდ უშბა ეხმარება სტუმრებს დაგეგმონ თავიანთი შვებულება. სასტუმრო იყო სვანეთში პირველი ბიატლონის ჩემპიონატის მთავარი სპონსორი, რომელიც 2013 წელს გაიმართა.

დაჯავშნა

პანორამა ბაკურიანი

ბაკურიანი, საქართველო

პანორამა ბაკურიანი ახლად გახსნილი სასტუმროა. პანორამის შეუძლიათ თავი კომფორტულად იგრძნონ ბაკურიანის შუაგულში და ამასთანვე იყვნენ მოკლე დისტანციაზე საბაგიროებთან.


Auroom Bakuriani Resort

ბაკურიანი, საქართველო

მწვანე ფიჭვნარი ჩაფლული AuRoom Wellness Resort-ი გთავაზობთ 49 კომფორტულ სტანდარტულ, ლუქს და სტუდიოს ტიპის აპარტამენტებს სამზარეულოთი. სასტუმროს ყველა აივნიდან საუცხოო ხედები იშლება.



Gudauri Loft

გუდაური, საქართველო

ახალი თანამედროვე სასტუმრო Gudauri Loft გუდაურის შუაგულშია განთავსებული. სასტუმრო სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული ნომრებისგან შედგება. რვასასრთულიანი შენობის ფანჯრებიდან იხსნება დიდებული ხედები კავკასიონის მწვერვალებზე, რომლის მიმართ არც ერთი სტუმარი გულგრილი არ დარჩება.


HOTEL VILLAMESTIA

მესტია, საქართველო

თბილი ოჯახური მასპინძლობა, თავს ძალიან კომოფრტულად გაგრძნობინებთ. VILLAMESTIA-ში ყოფნისას თავს საკუთარ სახლში იგრძნობთ. სასტუმროს აივნიდან ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდსა და ლაილას მწვერვალებზე, რაც იდეალურია სასრიალო დღის დასაწყებად.


HOTEL OLD HOUSE

მესტია, საქართველო

ორ მეცხრე საუკუნოვან სვანურ კოშკს შორის მდებარე სასტუმრო მეგობრული და კეთილმოწყობილია. სასტუმროს ნომრებიდან მესტიაზე და თეთნულდზე ულამაზესი ხედები იშლება.


სასტუმროები არჩეულია SkiGeorgia x Caucasus Perfect გუნდის მიერ

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt