მომავალ წელს სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის 111 მილიონი ლარი დაიხარჯება

Avatar

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი “ბიზნესკონტრაქტთან” იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც მომავალ წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე განხორციელდება. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამთხო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის 111 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სანდრო ონოფრიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობა, დაახლოებით 60 მილიონი ლარი, კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობას მოხმარდება. საუბარია 7,5 -კილომეტრიან საბაგიროზე, რომლის მშენებლობაც 2017 წელს უნდა დაიწყოს. ონოფრიშვილის თქმით, შესაძლებელია, საბაგირო მომდევნო წელსვე დასრულდეს.

კურორტზე ასევე შესაძლოა პირველი კომბინირებული საბაგირო გამოჩნდეს (რედაქტ.)

Kitzsteinhorn, Austria

2017 წელსვე დაიწყება ბაკურიანში ხელოვნური ტბის მშენებლობა. პროექტი 2017 წელს დაიწყება, 2018 წელს დასრულდება და მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაჯდება.

2017 წელს მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობისთვის დაიხარჯება 20 მილიონი. პროექტი ამავე წელს დასრულდება.

მთავრობა მომავალ წელს დაიწყებს ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც, რომელიც 10 მილიონი ლარი დაჯდება – პროექტი 2-3 წლიანია.

მომდევნო წელს დაიწყება ბაკურიანში ტრამპლინის ინფრასტრუქტურის პროექტირება დაიწყება და პროექტი 2019 წელს დასრულდება.

4 მილიონი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სპეცტექნიკაზე, კონკრეტულად, იგეგმება ყველა კურორტისთვის თოვლსატკეპნი მანქანების შეძენა.

Lenzerheide, Switzerland / Rasnov, Romania

სტატიაში გამოყენებული ბიზნესკონტრაქტის მასალები

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt