რატომ გვტკივა მუხლი თხილამურით სრიალის შემდეგ?

Avatar

საქართველო ზამთრის კურორტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

თუ სამთო–სათხილამურო კურორტზე დასვენებასა და თხილამურით სრიალს გეგმავთ, გაითვალისწინეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრაქტიკული რჩევები.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ორაგველიძე.

კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • დაუშვებელია, რომ ოფისში დასაქმებულმა თხილამურით სპეციალური, სათანადო მომზადების გარეშე ისრიალოს. არაა მიზანშეწონილი, რომ დამწყებმა მოთხილამურემ სრიალს თავიდანვე დიდი დრო დაუთმოს, რადგან ზედმეტი დატვირთვა სერიოზული გამოწვევაა მუხლის იოგოვანი აპარატისთვის, შესაბამისად, იზრდება გადაძაბვის რისკი, რაც ხშირ შემთხვევაში მუხლის სახსრის ანთებითი პროცესებისა და მიკროტრავმების მიზეზიც კი ხდება;
  • გაიარეთ კონსულტაცია ინსტრუქტორთან;
  • ისარგებლეთ ხარისხიანი ეკიპირებით;
  • ისარგებლეთ დამცავი ჩაფხუტით. ამ გზით თავს დაიცავთ თავისა და სახის ტრავმისგან;
  • შეარჩიეთ კლიმატის შესაბამისი სამოსი;
  • მთაში დამწვრობის პრევენციის მიზნით, ისარგებლეთ მზისგან დამცავი კრემითა და სათვალით;
  • კარგად შეისწავლეთ რელიეფი, სრიალისთვის განკუთვნილი ზოლი, მოერიდეთ სახიფათო ადგილებს;
  • არ ისრიალოთ ნასვამმა, რადგან ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აქვეითებს და ადუნებს რეაქციას;
  • თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ ან დაღლილი ხართ, ნუ ისრიალებთ;
  • ნებისმიერი ტრავმისას პირველი დახმარება იმობილიზაციაა (დარჩით უმოძრაოდ). ამ დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ უახლოეს სპეციალიზირებულ კლინიკაში. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნებული იყო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt