In საინტერესო

საქართველოს მომავალი წლიდან კიდევ ერთი შიდა აეროპორტი დაემატება, – ამბროლაურის აეროდრომის ასაფრენი ბილიკის მოწყობა უკვე დასრულებულია და მას შეუძლია, მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე იქნება.

ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულებას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. როგორც გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს დირექტორმა ქეთი ალექსიძემ “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა სუბსიდირების პოლიტიკა ისეთივე იქნება, როგორიც ეს მესტიის აეროპორტის შემთხვევაშია.

მისივე თქმით, თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება საშუალოდ 50-65 ლარი იქნება. კონკრეტულად რა დაუჯდება სახელმწიფოს ფრენების სუბსიდირება ჯერ-ჯერობით უცნობია.

“ამბროლაურში გამოვიყენებთ იმ რესურსს რაც გვაქვს მესტიის შემთხვევაში, – ცუდი ამინდის გამო გვაქვს გამოუყენებელი საფრენი საათები, რომლებსაც გამოვიყენებთ”, – ამბობს ალექსიძე.

რაც შეეხება ომალოს აეროდრომს, ალექსიძეს განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ წელიწადში კი მესტიის აეროპორტზე დადებულ ხელშეკრულებას კომპანია „სერვისეართან“ ვადა გასდის, რის შემდგომაც შესაძლოა ახალი ტენდერი გამოცხადდეს, რომელშიც ახალი აეროდრომებიც მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია “სერვისეირი” ასრულებს, რომელმაც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვა.

წყარო: BusinessContract

SHARE NOW
Recent Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt