რა ვიცით გოდერძის კურორტზე?

გოდერძის უღელტეხილი სასტუმროების განვითარების ახალ ეტაპზეა. კურორტზე ამჟამად მხოლოდ 300 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საბაგიროს ინფრასტრუქტურის შექმნის შემდგომ, კურორტი ნელა მაგრამ იზრდება. გზის მშენებლობა რომელიც დაახლოებით 6 წელზე მეტია დაანონსებულია მთავრობის მიერ დღემდე არ არის აშენებული. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა კურორტი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის. წლიდან წლამდე შესამჩნევია ამ კურორტზე სტუმრების რაოდენობის ზრდა და ინტერესი საერთაშორისო სათავგადასავლო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისგან.

აღსანიშნავია რომ კურორტმა თავისი ნიშური ორი პროდუქტი და მიმართულება დაიჭირა ე.წ. catskiing-ი (რაც კაბინიანი სპეც. ტრანსპორით გადაადგილებას ნიშნავს) და ჰელისკი.

აღნიშნული სერვისები განვითარება, ადგილის რელიეფმა და ფერდების საინტერესო განლაგებამ განაპირობა. სათავგადასავლო ტურიზმით დაკავებული ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები ექსკლუზიურ ადგილებზე სრიალის შესაძლებლობას აძლევენ ქვეყნის სტუმრებს.

კუროტზე ჰელისკის მოწყობის მიზნით, უკვე რამოდენიმე წელია Flory Kern | Ski-Berge-Abenteuern-ი ჩამოდის. 2013 წელს სწორედ მაგის მოწყობის მიზნით გვყვავდა ის საქართველოში დაპატიჟებული. ამ პრეცენდენტის შემდგომ, უკვე სხვა ადგილობრივმა კომპანიებმაც დაიწყეს ვერტმფრენით გოდერძიზე ოპერირება, მათ შორის Kazbegi Helicopter-სმა

კურორტ გოდერძის პროექტი, დიდი ხნის წინ Geographic-ის მიერ არის შემუშავებული. რამოდენიმე წლიანი საპროექტი სამუშაოების შემდგომ 2 დოპელმაიერის საბაგირო აშენდა, მოეწყო სასრიალო გზები და შეძენილ იქნა თოვლსატკეპნი მანქანა.

კურორტი ასევე პოზიციონირდება როგორც უხვი და ხშირი თოვის ეპიცენტრი, რაც სათავგადასავლო და ე.წ. Powder Hunter- ების ყურადღების მიღმა არ რჩება.

გოდერძის უღელტეხილის ხელშეუხებელმა ბუნებამ და ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებამ შექმნა მზარდი მოთხოვნა საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებისა კურორტზე.

ჩვენ შევეცადეთ გვენახა ყველა ის პროექტი რომელიც დაგეგმილია ან უკვე მშენებლობის სტადიაზეა და მალე კურორტზე დამსვენებლების მიღებას შეძლებს.

Goldmine Goderdzi

უკრაინული ინვესტიციებით გოდერძის კურორტზე ახალი სასტუმრო გამოჩნდება. სასტუმროს პროექტი მოიცავს სპას, ფიტნეც ცენტრს, რესტორანს და ბარს, კაზინოს, საკონფერენციო დარბაზს და ასევე მიწისქვეშა პარკინგის. ამ პროექტის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ალიანს რეზორტი – რამადა

სასტუმროს მშენებლობა დასასრულისკენ არის მისული და ახლა მისი შიდა მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება და დამსვენებლების მიღებას უკვე შემდეგ ზამთრის სეზონზე შეძლებს.

SkyTower

127 ნომრიანი სასტუმროს კომპლექსი MetroCity-სგან.

Martini Goderdzi

90 ნომრიანი აპარტოტელი, რესტორანი, ღია და დახურული აუზით.

Ire Palace

52 ნომრიანი სასტუმრო.

ამბასადორი გოდერძი

ამბასადორი გოდერძი

100 ნომრიანი სასტუმრო ამბასადორის ქსელისგან.

გოდერძი ლაუნჯი

მულტიფუნქციური ცენტრი რომელიც მოიცავს, თხილამურის გაქირავებას, კაფეებს, რესტორნებს ბარებს და მოსასვენებელ სივრცეებს

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt