სამთო სათხილამურო ტურნირი – “დიმას თასი” 2019

Avatar

დიმა თოფურიძე (1947-2016) – საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ვეტერანი. თავად მოთხილამურე-არქიტექტორი, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად იყო 1984 წელს საქართველოში პირველი სამთო-სათხილამურო სკოლის დაარსების მონაწილე და მწვრთნელი. მოგვიანებით კი, 1997 წლიდან, სამთო-სათხილამურო სკოლა „დიმების“ დამფუძნებელი. იგი იყო პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეთა არაერთი თაობის აღმზრდელი. მისი მოწაფეები დღესაც იხსენებენ „დიმა მასწის“ როლს მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. დიმა იყო გუდაურში გამართული მრავალი შეჯიბრისა თუ პროფესიული ტურნირის „სტარტიორი“.

დიმას თასი წელს უკვე მეორედ ტარდება. შეჯიბრი გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:
• ახალგაზრდები – 22 წლის ზემოთ
• ვეტერანები – კაცები 50 წლის ზემოთ, ქალები 45 წლის ზემოთ

დამატებითი ღონისძიებები: ტურნირის დასრულებისთანავე მცირეხნიანი კონცერტი და დაჯილდოება მთაზე.
20:00 სთ.-ზე – სასტუმრო Carpe Diem-ში „დიმას თასის“ წვეულება – Memorial After Party.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 70 ახალგაზრდა და 30 ვეტერანი მოთხილამურე;

ტურნირი ტარდება მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

ტურნირის გვერდი: https://www.facebook.com/events/528815860975456/

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt