სვანეთში 200 წყვილი თხილამური ბავშვებს დაურიგეს

Avatar

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამურო გადასცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ადგილობრივ მოსახლეობაში, სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით,  გასულ წელს სვანეთის ხუთ სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მცირე ზომის საბაგიროები აშეენა.

უშგულში, უშხვანარსა და ეცერში  არის თითო 200 მეტრიანი გერმანული წარმოების საბაგირო „მულტი სკი“, ხოლო ლენტეხსა და მაზერში  თითო 200 მეტრიანი სლოვაკური წარმოების საბაგირო „ტატრა ლიფტი“.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სათხილამურო ეკიპირების 200 წყვილი, უსასყიდლოდ გადასცა მესტიის მუნიციპალიტეტს, რათა მეტი ბავშვი ეზიაროს სათხილამურო სპორტს.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ბავშვბი დადგნენ თხილამურზე, სწორედ ისინი მოუტანენ საქართველოს წარმატებას, სათხილამურო სპორტში. ამიტომ გადავწყვიტეთ 200 წყვილი თხილამური გადაგვეცა მუნიციპალიტეტისთის, თითო სოფელს დაახლოებით 38 წყვილი შეხვდება. ეს არ არის ის მაქსიმუმი რასაც ვაპირებთ სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გვაქვს უამრავი გეგმა რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“ განაცხადა მთის  კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ.

ფოტო: Robbie RG commercial

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt