2028 წლისთვის მიტარბი ‘უმანქანო’ ზამთრის კურორტი გახდება

Avatar

კურორტ კოხტა-მიტარბის პროექტი ბაკურიანში, კოხტა-გორას მიმდებარე ტერიტორიაზე და მიტარბში საერთაშორისო სტანდარტების ოთხსეზონიანი კურორტის მშენებლობას და განვითარებას ითვალისწინებს.

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა, რომელიც კერძო კომპანიის მხრიდან სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ახალი სათხილამურო ტრასის ინფრასტრუქტურა მოაწყოს. 

კოხტა-მიტარბის პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

ამჟამად უკვე მიმდინარეობს კოხტა-გორას მიმდებარე სასტუმრო „რუმსის“ მშენებლობა, რომელიც პირველ სტუმრებს 2019 წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

კურორტზე სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსები ე.წ „სქი ინ და სქი აუთ“ კონცეფციით განაშენიანდება, რაც სათხილამურო ტრასებთან საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი bm.ge-თან განმარტავს, მათსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაკურიანსა და კოხტა-მიტარბში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

„ეს არის 10-წლიანი პროგრამა, რომლის განვითარება დაიწყება კოხტადან და გადავა მიტარბში. ჩვენ ავაშენებთ სასტუმროებს, აპარტ-ჰოტელებს, რეზიდენციებს, კოტეჯებს. „აჭარა ჯგუფთან“ თანამშრომლობა არის პირველი დიდი ნაბიჯი. გვინდოდა, ქართული ბრენდის სასტუმრო დამკვიდრებულიყო ბაკურიანში და სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ლიფტებში ინვესტირება. გაკეთდა კოხტა-მიტარბის საბაგიროების ქსელი. ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპმენტის ნაწილს. 2023 წელს იქნება ე.წ „ფრი სტაილში“ მსოფლიო ჩემპიონატი, ბაკურიანში და მიტარბში, როდესაც კურორტის განვითარების პირველი ფაზა დამთავრდება“ – განმარტავს ლევან ყარალაშვილი.
მისი თქმით, კურორტის განვითარების პირველი ფაზის დასრულებისას მხოლოდ კერძო სექტორის მხრიდან უკვე განხორციელებული იქნება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია; 50 მილიონი ლარის რესურს გამოყოფს სახელმწიფო.

„განვითარების მეორე ფაზა იქნება უკვე მიტარბი, სადაც გაკეთდება „უმანქანო“ კურორტი, რომლის მაგალითებია საფრანგეთში, შვეიცარიაში. ფაქტობრივად, ეს იქნება სავიზიტო ბარათი რეგიონის იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც უყვართ მთის კურორტები და მთაში დასვენება. მეორე ეტაპი 2023 წელს დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება“ – განმარტავს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.

წყარო: BM.GE

SHARE NOW
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt