In საინტერესო

წინა წელს, ალპებში ვიმყოფებოდი, სადაც საინტერესო კონცეფციის გასართობ ადგილს შევხვდი. პირველი რაც გავიფიქრე, ასეთი ადგილი საქართველოში რა მაგარი იქნება თქო. რესტორანი, ბარი და კლუბი ღია ცის ქვეშ, სადაც მთელი ზამთრის განმავლობაში სპეციალური პროგრამა აქვთ შედგენილი კურორტის სტუმრებისთვის. ამ ადგილას ნებისმიერი ასაკის მოსრიალეს თუ უბრალოდ კურორტის ვიზიტორს შეხვდებით. ადგილი ფერადი, ხმაურიანი და მხიარულია რაც მთაში დასვენებისთვის ნამდვილად საჭიროა.

foliedouce_1

La Folie Douce დაფუძნებულია 1969 წელს და ფლობს მსგავსი კონცეფციის კლუბებს საფრანგეთის ალპებში კერძოდ კი: VAL D’ISÈRE | TIGNES,  VAL THORENS, MÉRIBEL | COURCHEVEL L’ALPE D’HUEZ,  SAINT GERVAIS | MEGÈVE და ასევე ზაფხულის კურორტებზეც BARRIÈRE CANNES, BARRIÈRE DEAUVILLE. სიმართლე გითხრათ ამ ზაფხულს კანსაც ვსტუმრობდი მაგრამ ჩემი აზრით ეს კონცეფცია ზაფხულის კურორტებზე ნაკლებად ამართლებს და ისეთი შტაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია ჩემზე.

foliedouce_3

კლუბის პროგრამაში შედის ფერების ფესტივალი, რომელიც თოვლში, ზამთარში ნამდვილად შთამბეჭდავი და ლამაზია.

foliedouce_2

კომპანია იმდენად გაიზარდა, რომ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდს და ბუტიკებს ფლობს კურორტებზე, ის ნამდვილად იზიდავს უფრო მეტ ხალხს იმ კურორტებზე სადაც არიან წარმოდგენილები. იხილეთ საინტერესო ვიდეოები.

 

SHARE NOW
Recent Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt