In Uncategorized, საინტერესო, სპორტი

გურო საქართველოს ერთერთი პიონერია თავისუფალ სრიალში, მან კავკასიის მთები ხუთი თითივით იცის

როგორია გაიზარდო საქართველოში ?

მე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის მახლობლად გავიზარდე. იმ პერიოდში ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებას და პოლიტიკურ არასტაბილურობას მოეცვა. გუდაური, მაშინ, ხალისის და სიამოვნების კუნძულს ჰგავდა მრისხანების ოკეანეში. მთება მრავალი სასიამოვნო ბავშვობის მოგონება დამიტოვა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვფიქრობ თუ რისი გამოცდა მოუწია თავის თავზე ჩემს და ჩემზე უფროს თაობას.

რას ნიშნავს შენთვის თხილამურებით სრიალი?

მე შეჯიბრის მოყვარული ადამიანი ვარ როგორც სპორტში ასევე მის გარეთ. ჩემთვის თხილამურებით სრიალი მუდმივი შეჯიბრია, რადგან არასოდეს მიქრება სურვილი ვიყო უკეთესი. ეს არის ყოველდღიური ჭიდილი საკუთარ თავთან. ვგრძნობ, რომ არ არსებობს ისეთი ბარიერი ამ სპორტში, რომლის დაძლევაც ადამიანს არ შეუძლია, თუ მიანც და მაინც გრავიტაციისგან თავის დაღწევას არ ცდილობ )

რატომ აირჩიე ეს კარიერა?

ეს კარიერა მე არ ამირჩევია, მასთან ერთად გავიზარდე. შეიძლება ბედისწერის ამბავია სულაც?! არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ არ არსებობდა კონკრეტული მომენტი, როდესაც გადავწყვიტე ჩემს ამ გატაცებას გავყოლოდი. ეს გატაცება ალბათ მაშინ დაიბადა, როდესაც პირველად დავდგი თხილამურზე ფეხი. სამწუხაროდ, დიდი სურვილის მიუხედავად სპორტით ცხოვრებას ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ვახერხებ.

რის მიმართ ხარ ემოციური და რითი ხარ ბედნიერი?

ჩემში დიდ ემოციას იწვევს გუნდურობა და მისგან წამოსული ენერგია. ეკუთვნოდე ადამიანთა ჯგუფს/გუნდს, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო ყველა მომენტში განსაკუთრებული შეგრძნებაა. მე რაგბის ვთამაშობდი და დღესაც ვაღმერთებ ამ სპორტს. აქ ყოველთვის საუკეთესო გუნდი არ იგებს, ხშირ შემთხვევაში გუნდის წევრების მენტალური კავშირი და სურვილი ერთმანეთისთვის გადადონ თავი, წყვეტს მატჩის ბედს. გუნდური სულისკვეთების მთავარი მახასიათებელია პატივისცემა, მხარდაჭერა და გულახდილობა. ეს არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ჩემთვის.

 რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა შენს თავს?

მე შედეგი ვარ იმისა, რაც გამიკეთებია და რა გადაწყვეტილებებიც მიმიღია და ამაყი ვარ ჩემი თავით, ჩემი წარსულით მისი ცუდი და კარგი მხარეებით. მე არ ვნანობ „ცუდ“ გადაწყვეტილებებს, რადგან სწორედ აქედან მაქვს ღირებული გამოცდილების უმეტესი წილი დაგროვებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის გავლა, რადგან მის გარეშე რთულია რაიმე სახით წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება.

რა არის თავისუფლება შენთვის?

თავისუფლება არის ის, რისი დახმარებითაც ჩვენ ჩვენს თავებს მოაზროვნე არსებებს ვუწოდებთ. თუ არ გვექნებოდა უნარი გაგვეთავისუფლებინა ჩვენი თავი საკუთარი მიდრეკილებებისგან, ვყოფილიყავით დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების მომენტში, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის შედეგს მოგვცემდა იგი, ჩვენ საკუთარი ინსტინქტების მონები ვიქნებოდით. საკუთარი თავისგან იყო თავისუფალი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

რა არის სიყვარული?

სიყვარული არის ზებუნებრივი ძალისგან მონიჭებული უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სიკეთე გამოვხატოთ. სიყვარული არის ყველაზე წმინდა გრძნობა, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სიყვარულით ჩადენილ საქციელს არანაირი ანგარება არ უდევს საფუძლვად.

როგორ ხარჯავ შენს თავისუფალ დროს?

ვცდილობ ბუნებასთან ვიყო მაქსიმალურად ახლოს. ეს არის ერთადერთი საშუალება გაეცალო ურბანულ რუტინას და სოციალურ მანიპულაციურ გარემოს, რომელიც ადამიანებზე ცუდ გავლენას ახდენს. დედა-ბუნება არის ის საიდანაც მოვდივართ და რომელსაც საბოლოოდ დავუბრუნდებით.

რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ფულს?

მინდა ვიყო სრულიად გულახდილი, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ფულს, როგორც დემონიზირებულ ობიექტს აღიქვამს. ფული ჩვენი ოცნებების ასრულების საშუალებას გვაძლევს, გვეხმარება ვიყოთ დამოუკიდებლები სხვებისგან, გვქონდეს შესაძლებლობა რაიმე კარგი გავუკეთოთ ჩვენს ოჯახებს, მეგობრებსა თუ უცნობ ადამიანებს. არ არის მნიშვნელოვანი ის თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ფულს, უფრო მნიშვნელოვანია მისი გამომუშავების მეთოდი და ხარჯვის დანიშნულება.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა რედბულის ვებ–გვერდზე

SHARE NOW
Recent Posts
Contact Us

We're not around right now. But you can send us an email and we'll get back to you, asap.

Not readable? Change text. captcha txt